პლანეტები

პლანეტები

მზის , მთვარის და ვარსკვლავების გარდა, კოსმოსში პლანეტებიცაა. კოსმოსი ის სამყაროა, რომელშიც არის ყველაფერი: ციური სხეულებიც და პლანეტებიც, მათ შორის- დედამიწაც.  თუ რომელი პლანეტა მზის სისტემაში რომელ ადგილშია ჩვენ ვნახავთ ქვემოთ. რაც შეეხება მზის სისტეას , ეს არის სისტემა რომელიც ჩამოაყალიბდა დაახლოებით 5 მილიარდი წლის უკან, გაზისა და კოსმოსური მტვრის ღრუბელის შეკუმშვის შედეგად. მზის სისტემა შემდეგია:
  1.  მზე მზის სისტემის ერთადერთი ვარვსკვლავია. მისი უზარმაზარი მასა (დედამიწაზე 332 900-ჯერ მძიმე) ბირთვში წარმოქმნის ისეთ უზარმაზარ
    ტემპერატურასა და სიმკვრივეს, რომ ხელს უწყობს თერმობირთვული სინთეზის გაღვივებას, სინთეზისა, რომელიც უზარმაზარი ენერგიის წყაროა. მზე თავის ენერგიას, ძირითადად, ელექტრომაგნიტური სპექტრის 400-700 ნანომეტრი ტალღის სიგრძეში ასხივებს. ეს ელექტრომაგნიტური სპექტრის ის დიაპაზონია, რომელსაც ჩვენი თვალი აღიქვამს — ხილული სინათლე.
  2.  მერკური ყველაზე ახლოს მდებარეობს მზესთან და მზის სისტემის რიგით მეორე ყველაზე მცირე პლანეტაა (ძველად საქართველოში ოტარიდს უწოდებდნენ). მერკურის ყველაზე დიდი კუთხური დაშორება მზისგან მხოლოდ 28.3°-ია და მისი
    დანახვა მხოლოდ გარიჟრაჟზე ან შებინდებისას შეიძლება. პლანეტა შედარებიც მცირედაა შესწვლილი: ერთადერთი კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მერკურს მიაღწია იყო ’’მარინერ 10’’ (1974-75), რომელმაც პლანეტის ზედაპირის მხოლოდ 45%-ის დაფიქსირება შეძლო.
    მერკურის ზედაპირი დიდი და პატარა კრატერებითაა დაფარული, რომლებიც მასზე მეტეორების დაცემის შედეგია. მერკურზე არის ღრმული, რომლის დიამეტრი 1300 კმ-ია, იგი დაახლოებით 100 კმ დიამეტრის ქვის ლოდის დაცემით უნდა იყოს წარმოშობილი. დაცემის ძალის სიძლიერის გამო მის ირგვლივ მთები წარმოიქმნა.
    მერკური მზის ირგვლივ მოძრაობს სიჩქარით, რომლის მოდული 47870 მ/წმ-ია. მისი მაგნიტური ველი 100-ჯერ სუსტია დედამიწისაზე. ფიზიკურად მერკური ემსგავსება მთვარეს, ვინაიდან მისი ზედაპირიც კრატერებითაა დაფარული. პლანეტას მასშტაბური რკინის გული აქვს, რომელიც მაგნიტურ ველს წარმოქმნის (დედამიწის ველის დაახ. 1%). მერკურის ზედაპირის სუბსოლარული წერტილები ყველაზე ცხელია და კრატერთა ძირები მის პოლუსებთან კი ყველაზე ცივი. მერკურს ისევე როგორც ვენერას არცერთი თანამგზავრი არ ჰყავს.
  3.  ვენერა მეორე პლანეტაა მზიდან და მის გარშემო სრულ ბრუნს 224.7 დღეში აკეთებს.მზემდე მანძილი 108 მილიონი კმ. ზომით დაახლოებით დედამიწის
    ტოლია, მისი რადიუსი დაახლოებით 6,051 კმ-ია. მასაც თითქმის დედამიწის ტოლი 4.868 5 × 1024 კგ. ურჩი პლანეტა კი იმიტო ვუწოდე რომ ის სხვებისაგან განსხხვავებით მზის გარშემო თავის ღერძზე უკუღმად ტრიალებს. ღერძის გარშემო ბრუნს 243 დღეს ანდომებს.
  4.  მთვარე დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია. მას რაიმე
    ფორმალური სახელი გარდა მთვარისა არ გააჩნია, თუმცა ზოგადად მეცნიერულ შრომებში მას „ლუნა”-დაც (ზედს. ლუნარული) მოიხსენიებენ (ლათ. Luna). მისი სიმბოლოა ნახევარმთვარე. მთვარის საშუალო სიშორე დედამიწიდან 384.403 კმ-ია, დიამეტრი — 3.476 კმ-ია.
    პირველი ხელოვნური ობიექტი, რომელიც მთვარეზე დაეშვა იყო „ლუნა 2“ (1959). პირველი ფოტოსურათები მთვარის დედამიწისგან მოფარებულ მხარეს გადაიღო „ლუნა 3“-მა იმავე წელს. პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარეზე დადგეს ფეხი იყვნენ ხომალდიდან „აპოლო 11“ (აშშ, 1969).
  5.  მარსი, ეს ის პლანეტაა, რომელიც უდიადეს ყურადღებას იქცევდა მე-20 საუკუნეში.
    პლანეტა, რომელზეც ზოგს იმდენად ეჯერა უცხო არსებების სიცოცხლე, რომ უამრავი ნაწარმოები დაიწერა მარსელებსა და მათს სტუმრობაზედ პლანეტასა ჩვენზედა. ზოგი მეცნიერი ობსერვატორიაში ათენებდა და არც ადარდებდა, ის რომ მის ფორმულებით სავსე თავს ზემოთ ატომური ბომბები დაფრინავდნენ.
    და მათი დაუღალავი შრომით, მეცნიერების, ტექნიკის განვითარებით დღეს უკვე ვიცით, რომ იქ სამთავიანი ხუთთვალა არსებები არ ცხოვრობენ. ახლა უკვე ალბათ იმ მანძილებზე გადავალთ რაც არც კი ვიცით ჯერ სად მთავრდება…
    მცირედი გადახვევის შემდეგ ცნობები მარსის შესახებ: მარსი მეხუთე პლანეტა მზიდან, 3,386 კმ რადიუსით, რაც თითქმის დედამიწის ნახევრის ტოლია.
    მზიდან დაშორება 229 მილიონი კმ, ანუ დაახლოებით 3/2- ჯერ უფრო შორს ვიდრე დედამიწა და შესაბამისად მზისგან იღებს 2-3 ჯერ უფრო ნაკლებ სითბოს. შუადღისას ტემპერატურა 15-25 ცელსიუსამდე აღწევს ხოლო ღამით -60 ცელსიუსამდე ეცემა.
    საკუთარი ღერძის გარშემო სრულ ბრუნს ანდომებს 24საათსა და 37 წუთს.
    მზის ირგვლივ ორბიტაზე სრულ ბრუნს აკეთებს 687 დღეში.
    მარსის წითელი ფერის მიზეზი ზედაპირზე არსებული რკინის ოქსიდის დიდი რაოდენობაა. სწორედ მისი წითელი ფერის გამო ატარებს რომაული მითოლოგიის ომის ღმერთის სახელს.
  6. იუპიტერი არის ყველაზე დიდი პლანეტა მზის სისტემაში და მისი დიამეტრია 143.760კმ, ის მეხუთე პლანეტაა მზიდან 777მილიონი კმ დაშორებით. ის 5-ჯერ უფრო შორსაა ვიდრე დედამიწა იუპიტერის წელიწადი 12 (11.86) დედამიწისას
უდრის სამაგიეროდ თავისი ღერძის გარშემო სწრაფად, 9,93 სთ-ში, შემობრუნდება.  იუპიტერზე არ არის მყარი ზედაპირი. ატმოსფერრო შედგება ძირითადათ წყალბადით(86%) და ჰელიუმით(14%). მის ზედაპირზე მოჩანს სხვადასხვა ფერის ზოლები. შედარებით მუქი და ღია ფერით. ზედა ფენებიუფრო თეთრი. ასევე ვხედავთ შტორმის დიდ ადგილებს მას ატმოსფეროში გემპერატურა „ღრუბლების ზედა ფენებში -153გრადუს C_ს აღწევს. იუპიტერის გრავიტაციისაგან თავის დასაღწევათ საჭიროა 214,200კმ/სთ სიჩქარე რაც დედამიწის შემთხვევაში 40,200კმ/სთ ია.იუპიტერზე შეიმჩნევა დიდი წითელი რგოლი იქაური შტორმი რომელიც ტელესკოპში წითელი ლაქასავით მოჩანს 400 წელია არსებობს. იუპიტერს აქვს 63 თანამგზავრი მათ შორის 4 უდიდესია: განიმედი, იო, ევროპა და კალისტო რომელიც გალილეოს მთვარეებათ იწოდებიან, რადგან პირველად მან ნახა 1610 წელს მის მიერ გაკეთებული ტელესკოპით. იუპიტერს აქვს 4 თხელი რგოლი.ის უფრო მეტ ენერგიას გასცემს (სითბოს სახით) ვიდრე იღებს მზიდან. რომაულ მითოლოგიაში იუპიტერი იყო ღმერთთა მეფე და ცის მბრძანებელი.
7.  სატურნი სიშორით მეექვსე პლანეტაა მზიდან. ეს გაზის გიგანტი სიდიდით მეორე პლანეტაა მზის სისტემაში იუპიტერის შემდეგ. პლანეტას რომაული ღმერთი სატურნის სახელი ჰქვია. მისი სიმბოლოა ღმერთის კვერთხის სტილიზებული რეპრეზენტაცია – ♄. ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვეიტნამურ კულტურებში
პლანეტას მიწის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (土星), ხუთი ელემენტის ციკლის მიხედვით. სატურნს ადრე სანამ ტელესკოპს გამოიგონებდნენ ყურებიან პლანეტას ეძახდნენ, რადგან შორიდან მისი რგოლები ყურებს გავდა.
სატურნის პირველი ფოტოსურათი პიონერ 11 -მა 1979 წლის სექტემბერში გადაიღო 20 000 კმ -ის მანძილიდან. მაშინ აგრეთვე მისი რამდენიმე თანამგზავრი აღმოაჩინა და სურათები გადაუღო. სატურნს 62 თანამგზავრი ყავს, მათ შორის ყველაზე დიდია ტიტანი. სატურნის ატმოსფეროს 96,3 % წყალბადისგან შედგება, 3,25 % ჰელიუმისგან, დანარჩენი 0,45 % სხვა აირებია.
სატურნი აფელიუმში მზიდან 1 513 325 783 კმ ზე ( 10.11595804 ა.ე.) იმყოფება, ხოლო პერიფელიუმში 1 353 572 956 კმ ( 9.04807635 ა.ე.). მზიდან საშუალო დაშორების მანძილია 1 433 449 370 კმ ( 9.58201720 ა. ე. ). სიდერული ბრუნვის პერიოდია 10 სთ 34 წთ. ორბიტაზე მოძრაობის სიდერული პერიოდია 29 წელი 5 თვე 15 დღე. ორბიტის ექსცენტრისიტეტია 0.055723219. მისი ეკვატორული დიამეტრი 120 540 კმ, პოლარული დიამეტრი 108 730 კმ. მზის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 9690 მ/წმ. მისი მასა 95 დედამიწის მასის ტოლია. გარე ღრუბლების ფენის მაქსიმალური ტემპერატურაა -139 °C (134 °K), მინიმალური -190 °C (83 °K).
8.  ურანი (ლათ. Uranus) მზის სისტემის მეშვიდე პლანეტა მზიდან დაშორების მიხედვით. ეს გაზის გიგანტი დიამეტრით მესამე და მასით მეოთხე პლანეტაა მზის სისტემაში. მას ბერძნული ცისა და სხვა ღმერთთა შემქმნელი ღვთაების ურანის სახელი ჰქვია. მისი ასტონომიული და ასტროლოგიური სიმბოლოა ♅. თავისი
დიდი გრავიტაციული ველის გამო მას 27 თანამგზავრი ყავს. ეკუთვნის გიგანტი პლანეტების ჯგუფს. აღმოაჩინა უ. ჰერშელმა 1781 წლiს 13 მარტს.
აფელიუმში მზიდან მანძილი 3 004 419 704 კმ -ს (20.08330526 ა.ე.) ტოლია, პერიფელიუმში 2 748 938 461 კმ ( 18.37551863 ა.ე.). ურანის საშუალო მანძილი მზიდან არის: 2 876 679 082 კმ (19.22941195 ა.ე.). ორბიტის ექსცენტისიტეტია 0.044405586, დახრა ეკლიპტიკის სიბრტყისადმი – 0°46´23″, გარემოქცევის სიდერული პერიოდია 84 წ 3 თვე 26 დღე.მზის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 6810 მ/წმ. მისი ეკვატორული დიამეტრია 51 120 კმ, ხოლო პოლარული დიამეტრი 49 960 კმ. ურანი დედამიწაზე 14,5 ჯერ მძიმეა.სიდერული ბრუნვის პერიოდია: 17 სთ 14 წთ 24 წმ. ურანის ზედაპირის ტემპერატურა მინიმალური არის -216 °C (57 °K), მაქსიმალური -196 °C (77 °K).
ნასა’ს ’’ვოიაჯერ 2’’ ერთადერთი კოსმოსური ხომალდი იყო, რომელმაც პლანეტამდე მიაღწია და ჯერჯერობით სხვა ექსპედიციები დაგეგმილი არ არის. ვოიაჯერი 1977 წელს გაიშვა და მან ურანუსის სიახლოვემდე 1986 წლის 24 იანვარს მიაღწია, რის შემდეგაც გზა ნეპტუნისკენ გააგრძელა.
9.  ნეპტუნი (მზიდან დაშორებულია 30 ასტრონომიული ერთეულით) ურანზე ოდნავ პატარაა, მაგრამ მასზე მასიურია (17 დედამიწის მასა), ანუ უფრო მეტი
სიმკრივე აქვს. ის უფრო მეტ წიაღისეულ სითბოს ასხივებს, მაგრამ სატურნისა და იუპიტერის ოდენობისას ვერა.ნეპტუნს 13 ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს. მათგან უდიდესი ტრიტონი გეოლოგიურად აქტიურია, რომლის ზედაპირზეც თხევადი  აზოტის გეიზერები შეინიშნება. ტრიტონი ერთადერთი დიდი მთვარეა, რომელიც უკუღმა ბრუნავს ორბიტაზე. ნეპტუნს თავის ორბიტაზე უმცროსი პლანეტები დაჰყვება, რომელთაც ნეპტუნის ტროელები ეწოდება. მათი რეზონასი 1:1-ია ნეპტუნის მიმართ. 


10. პლუტონი (უმცროსი პლანეტის სახელწოდება: 134340 პლუტონი) — უდიდესი ობიექტი კოიპერის სარტყელში, მეათე ყველაზე მასიური სხეული, რომელიც მზის გარშემო ბრუნავს, და მეორე ყველაზე მასიური ჯუჯა პლანეტა ერისის შემდეგ. 
კოიპერის სარტყლის სხვა ობიექტების მსგავსად პლუტონიც ძირითადად ქვისა და ყინულისგან შედგება და შედარებით პატარაა: დაახლოებით მთვარის მასის1/6 და მოცულობის 1/3. მისი ორბიტა ექსცენტრიულიდა ძალზე დახრილია. პლუტონი მზიდან 30-დან 49 ასტრონომიულ ერთეულამდეა დაშორებული. აქედან გამომდინარე, პლუტონი პერიოდულად მზეს უფრო უახლოვდება, ვიდრე ნეპტუნი, მაგრამ ორბიტალური რეზონანსი ნეპტუნთან იცავს სხეულებს შეჯახებისაგან. 2014 წელს ის მზიდან 32,6 ასტრონომიულიბერთეულით იყო დაშორებული. მზიდან წამოსულ სინათლეს 5,5 საათი სჭირდება პლუტონამდე მისაღწევად, როდესაც ის საშუალო მანძილზეა.


მზის სისტემაში ერთმანეთისგან  განსხვავდება 2 ტპის პლანეტები. პირველი არის დედამიწის ჯგუფი, მეორე კი პლანეტა-გიგანდების ჯგუფი:
I. დედამიწის ჯგუფის პლანეტებში შედის: მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი.
II. პლანეტა-გიგანტების ჯგუფში შედის: იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი.


Comments