ადამიანების ცოდნა პლანეტებზე

თუ რა იციან ადამიანები პლანეტების შესახებ მე ჩავატარე მცირე კვლევა. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს 12 ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდებიც და დიდი ადამიანებიც.
კვლევის შედეგები ნათლად გვაჩვენებს, რომ გამოკითხულთა 83,3(10 ადამიანი) პროცენტმა იცის თუ რამდენი პლანეტა არის, ხოლო 16,7(2 ადამიანი) პროცენტმა არ იცის რამდენი პლანეტაა მზის სისტემაში.
 
იმ შეკითვაზე თუ რომელი პლანეტაა ყველაზე ახლოს მზესთან, უმრავლესობამ(58,3%) სწორად უპასუხა.
 
შემდეგ შეკითხვაზეც გამოკითხულთა უმრავლესობამ სწორად უპასუხა. ეს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დედამიწაზე და უნდა ვიცოდეთ ამ პლანეტის შესახებ ინფორმაცია. გამოკითხულთა 66,7 პროცენტმა იცის, რომ მზის სისტემაში დედამიწა მესამე ადგილზეა.
 
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების მიერ რაღაცები შეცვლილია და როგორც ამბობენ მეცხრე პლანეტა არ არის პლუტონი, გამოკითხულთა 41,7 %(5 ადამიანი) სწორად უპასუხა, იმ შეკითხვაზე თუ რომელია მე-9 პლანეტა.
 
მაგრამ ცუდი შედეგი გვაქვს იმ შეკითხვაზე, თუ რამდენი კილომეტრია დედამიწის დაშორება მზისგან. ამ შეკითხვაზე მხოლოდ 2 ადამიანი უპასუხა სწორად.

 
დასასრულ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასე ვთვაქთ ყველაზე პოპულარული პლანეტა არის მარსი, რადგან გამოკითხულთა 5 ადამიანი აირჩია მარსი ყველაზე კარგ პლანეტას.




 ***
იმისთვის, რომ ადამიანებს ნათელი სურათი ჰქონდათ პლანეტების შესახებ შემდეგ არის მითითებული მზის სისტემის ძირითადი ტერმინების განმარტებები.
ვარსკვლავი* - გავარვარებული ციური სხეული, რომლის წიაღში თერმობირთვული რეაქციები მიმდინარეობს და სითბოსა და სინათლეს ასხივებს.
პლანეტა** (ბერძ. მოხეტიალე) არის ვარსკვლავის ირგვლივ მოძრავი ციური სხეული, რომელიც საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ საკუთარი გრავიტაციის გავლენით, სფერული ფორმა ჰქონდეს, მაგრამ არ არის იმდენად დიდი, რომ მის წიაღში თერმობირთვული რეაქციები მიმდინარეობდეს.
მცირე პლანეტა*** - ციური სხეული, რომელსაც აქვს სფეროს ფორმა, მოძრაობს თავის ორბიტაზე და არ არის რომელიმე პლანეტის თანამგზავრი.
ასტეროიდი**** - ციური სხეული, რომლის სიდიდე 1-დან 1 000 კმ-მდეა.
 კომეტა***** - ეწოდება ყინულის სფეროს, რომელიც მზის ირგვლივ ოვალურ ორბიტაზე ბრუნავს, მასთან მიახლოვებისას დნება და გამოსროლილი გაზითა და მტვრით კუდს იკეთებს. კომეტებს შირის ყველაზე ცნობილი ჰალეა არის, რომელიც 75 წლის ინტერვალში ჩნდება. ბოლო დროს მან 1986 წელს ჩაუქროლა დედამიწის.

ზოდიაქო****** (ბერძ. ცხოველი) - დედამიწის წლიური მოძრაობის ორბიტის (ეკლიპტიკის) გასწვრივ, 12 თანავარსკვლავედი (ვერძი, კურო, მარჩხიბი, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, ღრიანკალი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყური და თევზები) არის განლაგებული, რომლებიც ზოდიაქოს სარტყელს ქმნიან.
გალაქტიკა******* ეწოდება ვარსკვლავების გრანდიოზულ დაჯგუფებას. მზის სისტემა შედის “რძის გზის" (ირმის ნახტომი) გალაქტიკაში, რომელშიც 200 მლრდ.-მდე ვარსკვლავია. არის უფრო დიდი გალაქტიკებიც, ტრილიონობით ვარსკვლავით და ასევე არის ჯუჯა გალაქტიკები, ვარსკვლავების მცირე რაოდენობით.


Comments